Thursday, November 24, 2011

მე მიყვარს მარტვილი / me miyvars martvili

გეოგრაფიული მდებარეობა:
მარტვილის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით აბაშის, დასავლეთით სენაკისა და ჩხოროწყუს რაიონები.

მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დაბლობს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60-დან 170 მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003 მეტრზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით გასდევს ასხის მთის მასივი, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩეგოლასა “ და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით.

მდინარეთა ულამაზესი ხეობები ნაპირებზე ქმნის შესანიშნავ რელიეფურ წარმონაქმნებს, მცირე მდინარისპირა ვაკეებს და ზეგნებს, სადაც ათასწლოვან ალუვიურ ნიადაგზე შესანიშნავი ბაღებია გაშენებული.

მთის მასივები მდიდარია სხვადასხვა მცენარეთა და ცხოველთა უნიკალური ჯიშებით.

ისტორია:
  მარტვილი- ქალაქი აბაშისა და ინჩხიის ხეობებში, ზღვის დონიდან 170 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მარტვილის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჭვენიას მაღალ სერზე, იქ, სადაც მარტვილის სამონასტრო ანსამბლეა განლაგებული, წინაქრისტიანულ ხანაში იდგა უზარმაზარი მუხა ჭყონდიდი , რომელიც კერპად მიიჩნეოდა. ძველ საქართველოში ხეთა თაყვანისცემის მძლავრი კულტი არსებობდა. წმინდა ხე ასოცირდებოდა სიუხვესა და ნაყოფიერებასთან. ამასთანავე ხესთან ასრულებდნენ რიტუალებს და შესთხოვდნენ პირუტყვის მომრავლებასა და დაცვას , გვარის გამრავლებას, მეთემეთა ჯანმრეთელობას და ა.შ.

გადმოცემებით, ჭყონდიდის ხეს მსხვერპლად ეწირებოდა დედისერთა ჩვილი ბავშვი. ხალხის რწმენით თვით ხეში მცხოვრები კერპი ითხოვდა ადამიანებისგან მსხვერპლს.ხალხური გადმოცემით სახელწოდება მარტვილი წარმოსდგა მეგრული სიტყვა მარყვიი-დან ( მე მოგკალი ).

ჭყონდიდის კერპი (ხე) წმინდა ანდრია პირველწოდებულს მოუჭრია , რომლის სახელსაც უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება.
ქრისტიანობის გამარჯვების შემდეგ მუხის ადგილზე ხის სენაკი ან ტაძარი ააგეს, რომლის ირგვლივ შემდეგ შეიქმნა მონასტრის მთელი კომპლექსი , რომელსაც მარტვილი ეწოდა.

მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა. აქ უძველესი  დროიდან ენთო განათლებისა და კულტურის ჩირაღდანი. მეათე საუკუნეში ჭყონდიდში მოღვაწეობდნენ დიდი  ჰიმნოგრაფები იოანე მინჩხი და სტეფანე სანანოიძე. მარტვილში, იგივე ჭყონდიდში, იწერებოდა და ვრცელდებოდა, უნიკალური სასულიერო  თუ საერო  ნაწარმოებები. უეჭველია, რომ აქ აღიზარდა მწიგნობართუხუცესის, მოძღვართ-მოძღვარის გიორგი ჭყონდიდელისზედამხედველობითა  და მისივე იდეებით, საქართველოს უბრწყინვალესი სიუზერენიდავით აღმაშენებელი. ამ კერას უკავშირდება დიდი მოძღვრის ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელის მოღვაწეობაც, რომელმაც მარტვილში შექმნა პირველი ქართული სახელმძღვანელო ლოგიკასა და ფსიქოლოგიაში.

მარტვილში სოფელ ინჩხურში დაიბადა მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ამბროსი(ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი 1927 წლებში.
სოფელ სალხინოში მდებარეობს დადიანების საზაფხულო რეზიდენცია .
„სამეგრელოში მარტვილს ჰქონდა ისეთივე მნიშვნელობა, როგორც რომის ქალაქს ფრანგთა შორის დასავლეთის ეკლესიაში“ წერდა გაზეთი „ივერია“ 1878 წელს
მარტვილის ისტორიის ნარკვევები პერიოდულად განთავსდება ჩანართშიმარტვილის სიახლეები
მოსახლეობა:  46973

მათ შორის :   ქალაქი მარტვილი  6696

No comments:

Post a Comment