Wednesday, November 23, 2011

აღწერა ზოგადი ინფორმაცია




აღწერა
მარტვილი (ძველი სახელწოდება - ჭყონდიდი) — ქალაქი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აბაშისწყლის ნაპირას. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს და ეწოდებოდა ”გეგეჭკორი”. მოსახლეობა 20,1 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მარტვილში არის ჭყონდიდის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.მარტვილის რაიონი მდებარეობს თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით. მანძილი დედაქალაქიდან რაიონულ ცენტრამდე 279 კმ-ია. მისი ტერიტორია 880.6 კვ.კმ-ია.იგი მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირიდან აბაშისა და ტეხურის ხეობებშია გაშლილი ეგრისის მთაგრეხილებამდე. მას ესაზღვრება იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი. ტერიტორია ზღვის დონიდან 150 მეტრ სიმაღლიდან 2000 მეტრ სიმაღლემდე იშლება
ზოგადი ინფორმაცია
რაიონი მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს, მუნიციპალიტეტს წარმოადგენს. მისი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
რაიონის გამგებლის წარმომადგენელი ქალაქში — 1: მარტვილი;
რაიონის გამგებლის წარმომადგენელი — : აბედათის, ბანძის, გაჭედილის, გურძემის , დიდი ჭყონის, დოშაყის, ვედიდკარის, თამაკონის, ინჩხურის, კიწიის, კურზუს, ლეხაინდრავოს, ნაგვაზავოს, ნახუნაოს, ნაჯახაოს, სალხინოს, სერგიეთის, ტალერის, ხუნწის;
რაიონის გამგებლის წარმომადგენელი — 1: ონოღია.

No comments:

Post a Comment